"ტოტენჰემი" დიბალას მიუბრუნდა !

14-05-2020, 02:47

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ტურინის "იუვენტუსის" არგენტინელ ვარსკვლავს, პაულო დიბალას, კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალგაზრდა თავდამსხმელის გადაბირების სურვილი დაუბრუნდა ლონდონის "ტოტენჰემის" პორტუგალიელ მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს.

ცნობების მიხედვით, ინგლისელები მზად არიან დიბალას სანაცვლოდ, 75 მილიონი გირვანქა გაიმეტონ.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის შეძენა ამასთან ერთად, კატალონიის "ბარსელონას' სურს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ყველა მატჩი მაყურებლის გარეშე - უეფაში ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით