მუსა დემბელეს გრანდები ეპატიჟებიან

14-05-2020, 17:05

ბრიტანული ტაბლოიდი Daily Mail იტყობინება, რომ "ბარსელონას" რადარზე ლიონის "ოლიმპიკის" თავდამსხმელი, მუსა დემბელე გამოჩნდა.

წყაროს თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერები" 23 წლის შემტევს მილანის "ინტერის" არგენტინელი ფორვარდის, ლაუტარო მარტინესის ალტერნატივად განიხილავენ.

მუსას ლიონში 60 მილიონ ევროდ აფასებენ და მისით ლონდონის "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედიც" ინტერესდებიან.

2019/20 წლების სეზონში ჩატარებულ 42 მატჩში დემბელეს 22 გოლი აქვს გატანილი და 7 ასისტიც გაკეთებული.

მას "ოლიმპიკთან" კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქინქლაძე 10 ყველაზე გადაფასებულ მოთამაშეს შორის მოხვდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით