გარეთ ბეილი "ნიუკასლს" კიდევ უფრო მიუახლოვდა

14-05-2020, 19:02

მადრიდის "რეალის" უელსელი შემტევის გარეთ ბეილის მომავალი ბუნდოვანია. დიდი ხანია იწერება მისი წასვლის შესახებ და კოშმარული სეზონის შემდეგ ეს კიდევ უფრო რეალური ხდება. ყველაზე ხშირად საუბარი "ლა კასა ბლანკადან" ჩინეთში წასვლაზე იყო, თუმცა ახლა მეტად სავარაუდოა, რომ ბეილი ნისლიან ალბიონზე დაბრუნდეს.

როგორც "Daily Star"-ი იტყობინება, გარეთ ბეილი კარიერას დიდი ალბათობით "ნიუკასლში" გააგრძელებს. ინგლისურ კლუბს ახალი მფლობელი ყავს, რომელიც სერიოზული თანხების დახარჯვას აპირებს კარგი გუნდის ასაშენებლად.

2013 წელს "რეალმა" ლონდონის "ტოტენჰემს" 101 მილიონი ევრო გადაუხადა ბეილის სანაცვლოდ. ამჟამად 30 წლის ფეხბურთელის ღირებულება 32 მილიონი ევროა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით