კაზემირო მადრიდის "რეალში" დარჩება

14-05-2020, 19:55

მადრიდის "რეალმა" გუნდის საყრდენ ნახევარმცველთან, კარლოს კაზემიროსთან ახალი კონტრაქტის თაობაზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწია.

წყაროს ცნობით, ბოლო პერიოდის განმავლობაში "სამეფო კლუბი" აქტიურად ცდილობდა 28 წლის ფეხბურთელთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას და საბოლოოდ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა.

როგორც ცნობილია, კაზემირო უახლოეს პერიოდში ახალ, ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და მისი ანაზღაურებაც გაიზრდება.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ნახევარმცველი "რეალის" ღირსებას 2013 წლიდან იცავს და მისი კონტრაქტი 2023 წლის ივნისში იწურებოდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შენგელია ევროლიგის ორ სიმბოლურ გუნდში მოხვდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით