"მასთან შედარებით ჩვენ 12 წლის ბავშვები ვართ"

14-05-2020, 21:12

"პარი სენ-ჟერმენის" ესპანელმა ნახევარმცველმა ანდერ ერერამ მედიის წარმომადგენლებთან კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა და მისი შესაძლებლობებით აღფრთოვანება არ დამალა.

"უცხო თვალი ვარჯიშებზე, რომ გვიყურებდეს იფიქრებს, რომ ის ბავშვებთან ერთად ვარჯიშობს. გეგონებათ, ის უსეინ ბოლტია და ჩვენ - 12 წლის ბავშვები".

"მბაპეს სისწრაფის მიუხედავად, როდესაც მეკარესთან პირისპირ რჩება, ჩერდება, ცივსისხლიანი ხდება და გოლი გააქვს. ეს მარტივი არ არის. მას შეუძლია, რომ თავისი სისწრაფე და ძალა სიმშვიდით დააბალანსოს და გაიტანოს".

"ეჭვი არ მეპარება, რომ 2025 წელს ოქროს ბურთს დაიმსახურებს", - ციტირებს ერერას სიტყვებს ESPN-ს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით