კლოპი: "მე არჩევანს მასზე შევაჩერებდი"

14-05-2020, 21:36

"ლივერპულის"  გერმანელმა დამრიგებელმა, იურგენ კლოპიმ, მედიის წარმომადგენლებთან  მესისა და რონალდოს შედარება მოახდინა და მათ შორის საუკეთესო დაასახელა.

"ამ საკითხზე ვერასდროს შევთანხმდებით, მაგრამ ჩემთვის საუკეთესო მესია, თუმცა არ შეიძლება არ დააფასო ის, რასაც რონალდუ აკეთებს. ორივეს წინააღმდეგ გვითამაშია და მათგან თავის დაცვა, ფაქტობრივად, შეუძლებელია".

"თუ ჩვენ იდეალურ ფეხბურთელს დავხატავთ, მას რონალდუს სიმაღლე, ნახტომი და სისწრაფე ექნება. მაგრამ მეორე მხარეს არის პატარა მესი, რომელიც ყველაფერს ძალიან მარტივად აკეთებს და მოედანზე საუკეთესოა", - განაცხადა კლოპიმ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქალხო დამცვლემა ნელი დოროყაშვილს "მსხვერპლი" უწუოდა (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით