ჩივაძე: "ელჩმა გვთხოვა "ლივერპულთან" დიდი ანგარიშით არ წაგვეგო ჩვენ კი..."

14-05-2020, 21:59

1979 წლის 3 ოქტომბერი ქართველი გულშემატკივრისთვის სამახსოვრო თარიღია, რადგან მაშინ ჩემპიონთა თასის გათამაშების 1/16-ფინალის საპასუხო შეხვედრაში, "დინამო თბილისმა" "ლივერპულს" უმასპინძლა და ვლადიმერ გუცაევის, რამაზ შენგელიას და ალექსანდრე ჩივაძის გოლებით, 3:0 სძლია.
მატჩის ერთ-ერთმა გმირმა ალექსანდრე ჩივაძემ აღნიშნული შეხვედრა გაიხსენა.

"ლივერპული" მსოფლიოში უძლიერესი გუნდი იყო. შეიძლება ითქვას, რომ მისი შემადგენლობა დიდი ბრიტანეთის ნაკრები იყო".

"მატჩამდე ოფიციალური შეხვედრა საბჭოთა კავშირის ელჩთან გვქონდა, როცა ჟურნალისტები გაუშვა გვითხრა, მოდით, ერთამანეთთან ღიად ვისაუბროთ - ამხელა ქვეყნის ჩემპიონები ხართ, "ლივერპული" მსოფლიოში საუკეთესო გუნდია და ძალიან გთხოვთ, დიდი ანგარიშით არ წააგოთო", - იხსენებს ჩივაძე.

აქვე გეტყვით, რომ ქართველი გულშემატკივრისთვის "ლივერპულთან" მატჩი დასწრების მხრივ პირველია - შეხვედრას 90 000-მდე გულშემატკივარი დაესწრო.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რატომ ვერ მივიდა ნიკოლოზ ბასილაშვილის მეუღლე მისივე პრესკონფერენციაზე ?

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით