სანდრო "ნიუკასლს" უახლოვდება !

15-05-2020, 02:48

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ინგლისური "ნიუკასლის" ახალი ხელმძღვანელობა, კიდევ ერთ გრანდიოზულ ტრანსფერს გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კლუბის ახალი მფლობელი, საუდის არაბეთის პრინცი, ამჯერად ტურინის "იუვენტუსის" ბრაზილიელი მარჯვენა მცველის, ალექს სანდროს გადაბირებით დაინტერესდა.

ცნობების მიხედვით, იტალიური გრანდის ვარსკვლავმა ინგლისში გადაბარგებაზე თანხმობა უკვე განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის შეძენა ამასთან ერთად, ფრანგულ "პარი სენ-ჟერმენს" სურს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შენგელია ევროლიგის ორ სიმბოლურ გუნდში მოხვდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით