ნდომბელეს ტრანსფერში "ბარსელონას" კონკურენტი გამოუჩნდა !

15-05-2020, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "ტოტენჰემის" ფრანგ ნახევარმცველს, ტანგაი ნდომბელეს, ახალი მსურველი გამოუჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალგაზრდა შუახაზელის ტრანსფერით კატალონიის "ბარსელონასთან" ერთად, უკვე მერსესაიდული "ლივერპულიც" დაინტერესდა.

ცნობების მიხედვით, ინგლისური გრანდის გერმანელი მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, ნდომბელეს ჯორდან ჰენდერსონის შემცვლელად მოიაზრებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 55 მილიონ გირვანქას შეადგენს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დუმილი დაირღვა, შენგელიას პირველი განცხადება სკანდალურ გადაწყვეტილებაზე

დაგვიმეგობრდით