ბეილი "რეალს" უფასოდ დატოვებს ?!

15-05-2020, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "რეალმა" შესაძლოა უელსელი ვარსკვლავი, გარეთ ბეილი, უფასოდ დაკარგოს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოთამაშის კონტრაქტი თანდათანობით იწურება და მიმდინარე წლის ივნისში, მას უკვე ექნება უფლება საჯაროდ გაესაუბროს მსურველებს.

ცნობების მიხედვით, თუ ბეილთან ახალი ხელშეკრულება ივლისამდე არ გაფორმდება, მაშინ ის "ლოს ბლანკოსს" დიდი ალბათობით უფასო ტრანსფერით დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით ამჟამად ყველაზე მეტად, ინგლისური "ნიუკასლია" დაინტერესებული, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ, 300 მილიონ გირვანქად, საუდის არაბეთის პრინცმა შეიძინა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით