გაბელია: "ეს რომ გავაკეთე, "ლივერპულის" ფანებმა კოკა-კოლას ბოთლები დამიშინეს"

15-05-2020, 14:04

საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში, საქართველოს ნაკრების ლეგენდალურმა მეკარემ, ოთარ გაბელიამ 1979 წელს "ლივერპულთან" ჩატარებული ჩემპიონთა თასის გათამაშების 1/16-ფინალის მატჩი გაიხსენა.

"გასვლაზე რთული მატჩი გვქონდა. "ლივერპულთან" პირველ მატჩში საინტერესო ამბები მოხდა. მაღალი გადაცემა წამოვიდა, "მეორე სართულზე" ბრძოლა კი დალგლიშს უყვარდა, რომელსაც "ლივერპულში" მაშინ ძალიან აფასებდნენ. ბურთის ასაღებად გამოვედი და ხელი ჩავარტყი, ცოტა უხეშად კი მომივიდა. იქ ხომ ტრიბუნები მოედანთან ახლოსაა, ხოდა დალგლიშს როგორ ეუხეშაო და ფანებმა კოკა-კოლის ბოთლები დამიშინეს".

"თბილისური მატჩისთვის ნოდარ ახალკაცმა მაგრად მოგვამზადა. კი, შიში იყო, მსოფლიო დონის გუნდს ვხდებოდით, რომელმაც მანამდე ზედიზედ ჩემპიონთა თასი ორჯერ მოიგო.  სხვათა შორის, ჩვენთან წაგებიდან ერთი წლის შემდეგ, ეს მესამედაც მოახერხა".

"ჩვენ კი ევროპისთვის უცნობი გუნდი ვიყავით. ბიჭები კარამდე ბურთს არ უშვებდნენ და მიხაროდა, შორიდან რომ ვუყურებდი - დიდ გუნდს ამარცხებდნენ. საბოლოოდ, 3:0 მოვიგეთ. იმ დღეს კოკისპირული წვიმა წამოვიდა. ამის მიუხედავად, ხალხი თამაშის შემდეგ დიდხანს დარჩა და ტაშს გვიკრავდა. გუნდი ასეთ თამაშებითა და მოგებებით გაიზარდა", - იხსენებს გაბელია.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კობიაშვილი: "ვაისი სამი თვის ხელფასს არ აიღებს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით