"დიახ, შეცდომა დავუშვი" - ვინ მოიგებდა 2016 წლის ფინალს, რომ არა მსაჯის შეცდომა

15-05-2020, 14:36

ბრიტანელმა არბიტრმა მარკ კლატენბურგმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას 2016 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიხსენა და საკუთარი შეცდომა აღიარა.

შეგახსენებთ, 2016 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდული კლუბები - "რეალი" და "ატლეტიკო" ხვდებოდნენ ერთმანეთს და "სამეფო კლუბმა" მეტოქე პენალტებს სერიაში დაამარცხა.

"რეალს" პირველ ტაიმში უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ სერხიო რამოსი გოლის მომენტში მცირე თამაშგარეში იყო. ჩვენ ამას შესვენებაზე მივხვდით. ეს რთული ბრძოლა იყო და ჩემმა თანაშემწემ ოფსაიდი ვერ დაინახა".

"მეორე ტაიმში პეპემ დაუშვა შეცდომა, როცა მათ კარში პენალტი დაინიშნა. მან მითხრა, რომ ეს არ იყო 11-მეტრიანი. მე ვუპასუხე, რომ მათი გოლიც არ უნდა ყოფილიყო და ის დაწყნარდა", - იხსენებს კლატენბურგი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ყველა მატჩი მაყურებლის გარეშე - უეფაში ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით