"იუვენტუსი" მეგატრანსფერს ამზადებს

15-05-2020, 15:19

გავლენიანი ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ც ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსი" მეგატრანსფერისთვის ემზადება.

საქმე იმაშა, რომ ტურინელების ინტერესს "პარი სენ-ჟერმენის"ბრაზილიელი ფორვარდის ნეიმარის გადაბირება წარმოადგენს.

წყაროს ცნობით, იტალიური კლუბი აპირებს შექმნას ნეიმარისა და კრიშტიანო რონალდოს შემტევი დუეტი.

ასევე ნათქვამია, რომ "იუვენტუსი" მზად არის, გარიგებაში ჩართოს არგენტინელი ფორვარდი პაულო დიბალა.

ერთადერთი, რაც პრობლემა შეიძლება გახდეს ბრაზილიელის ხელფასია, რომელიც წელიწადში 36 მილიონ ევროს შეადგენს. ტურინელები მზად არ არიან ასეთი თანხის გადასახდელად.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით