იბრაჰიმოვიჩი: "ღმერთი დაბრუნდა და თვალს გადევნებთ"

16-05-2020, 16:26

"მილანის" ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა იტალიაში დაბრუნების შემდეგ, ფანებს მიმართა.

როგორც იცით, შვედი ფორვარდი ყოველთვის გამოირჩევა ამპარტავნული გამონათქვამებით და არც ეს შემთხვევა ყოფილა გამონაკლისი.

"ღმერთი დაბრუნდა და თვალს გადევნებთ", - დაწერა ზლატანმა სოციალურ ქსელში.

იბრაჰიმოვიჩი სამშობლოდან მილანში 11 მაისს დაბრუნდა და ვარჯიშების განახლებამდე 14 დღე კარანტინში უნდა გაატაროს.

აქამდე 38 წლის ფეხბურთელი "ჰამარბიუს", კლუბის რომლის თანამფლობელიც გახლავს, ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიშობდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით