მესი: "ამ თამაშით ჩემპიონთა ლიგის მოგება გაგვიჭირდება"

15-05-2020, 17:13

"ბარსელონას" არგენტინელმა მეგავარსკვლავმა, ლიონელ მესიმ Mundo Deportivo-თან ჩაწერილ ახალ ინტერვიუში გაიხსენა განცხადება, რომელიც მან რამდენიმე თვის წინ გააკეთა.

ამა წლის თებერვალში გავრცელდა ლეოს კომენტარი, სადაც იგი ამბობდა, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერების" იმდროინდელი ფორმის გათვალისწინებით კლუბს ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი არ ჰქონდა.

"ლა პულგამ" თავისი მოსაზრება ამჯერად უფრო ვრცლად ახსნა.

"როცა ეს ვთქვი, ფეხბურთის შეჩერებამდე რამდენიმე მატჩით ადრე ცუდად ვასპარეზობდით და ბუნებრივია, ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ფიქრიც ზედმეტი იყო.

შემადგენლობაში ეჭვი არასდროს შემიტანია და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ტურნირზე შეგვიძლია წარმატების მიღწევა, თუ უკეთ ავთამაშდებით.

ყველას თავისი აზრი აქვს და მათ პატივი უნდა ვცეთ. ჩემი პოზიცია იმ გამოცდილებას ეფუძებნება, რომელიც ამ წლებში ჩემპიონთა ლიგაზე დავაგროვე." - განაცხადა მესიმ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კობიაშვილი: "ვაისი სამი თვის ხელფასს არ აიღებს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით