ლოთარ მათეუსმა ერლინ ჰოლანდის შესახებ ისაუბრა

15-05-2020, 17:21

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, ლოთარ მათეუსმა, „დორტმუნდის“ ერთ-ერთ ლიდერსა და მადრიდის „რეალის“ სამიზნეს, ერლინგ ჰოლანდს სატრანსფერო რჩევა მისცა.

„ჰოლანდი ის ფეხბურთელია, რომელიც მადრიდულ გრანდს იდეალურად მოერგება, თუმცა ჯერჯერობით ტრანსფერი ნაადრევი გადაწყვეტილება იქნება.

ნორვეგიელი ფეხბურთელი კიდევ 2 წელი ბუნდესლიგაში უნდა დარჩეს და „სამეფო კლუბში“ სწორედ 2 სეზონის შემდეგ უნდა გადავიდეს."-განაცხადა გერმანელმა ლეგენდამ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანელები ჰოლანდის სანაცვლოდ მინიმუმ 150 მილიონ ევროს მოითხოვენ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით