მირალემ პიანიჩს მსურველები არ ელევა

15-05-2020, 14:25

ფრანგული გამოცემა RMC SPORT-ის ჟურნალისტი, მუჰამედ ბუჰაფსი იტყობინება, რომ "ბარსელონას" შემდეგ, "იუვენტუსს" მირალემ პიანიჩის თაობაზე ოფიციალური წინადადებებით "პარი სენ-ჟერმენმაც" მიმართა.

წყაროს თანახმად, "ბლაუგრანა" ამ ბრძოლაში აშკარად წინაა, თუმცა ბოსნიელი ნახევარმცველი არც პარიზელების შემოთავაზებისადმი იქნება გულგრილი.

შეგახსენებთ, რომ იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, "ბიანკონერის" გამოცდილი შუახაზელით ლონდონის "ჩელსიცაა" დაინტერესებული.

ჯერჯერობით შეთავაზების დეტალები არ ცხადდება.

30 წლის მოთამაშემ 2019/20 წლების სეზონში "ზებრების" მაისური 32-ჯერ მოირგო, გაიტანა 3 გოლი და გააკეთა 4 ასისტი.

ტრანსფერმარკეტზე იგი 52 მილიონ ევროდაა შეფასებული.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით