ედილსონი: "მე მათზე უკეთესი ფეხბურთელი ვარ"

15-05-2020, 17:32

ყოფილმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, ედილსონმა TV Bandeirantes-თან ინტერვიუს დროს ბრძანა, რომ თანამედროვე ფეხბურთის სამ მეგავარსკვლავზე - ლეო მესიზე, კრიშტიანუ რონალდუზე და ნეიმარზე უკეთესია.

"ჩემს საუკეთესო წლებში ნეიმარზე უკეთესად ვთამაშობდი. მას მსოფლიო ჩემპიონატის მოგება სჭირდება, რათა ჩემზე მაღლა დადგეს.

მე მაქვს ძლიერი ხასიათი და ამიტომ მესიმაც მუნდიალზე უნდა იპირველოს, რათა ჩემზე უკეთესის წოდება დაიმსახუროს.

რაც შეეხება რონალდუს, ის უბრალოდ ფიზიკურადაა ძლიერი და ორივე ფეხით კარგად ურტყამს. მე მასზე ტექნიკური ვარ." - განაცხადა ედილსონმა.

შეგახსენებთ, რომ ედილსონმა 2002 წელს ბრაზილიის ნაკრებთან ერთად კორეა-იაპონიის მუნდიალი ტრიუმფით დაასრულა. გარდა ამისა, "პალმეირასისა" და "კორინთიანსის" შემადგენლობაში მას ბრაზილიის ჩემპიონობაც მოგებული აქვს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დუმილი დაირღვა, შენგელიას პირველი განცხადება სკანდალურ გადაწყვეტილებაზე

დაგვიმეგობრდით