ზლატანისა და "მილანის" გზები იყრება

15-05-2020, 19:59

"კორიერე დელა სერას" ინფორმაციით, სეზონის დასრულების შემდეგ შვედი ზლატან იბრაჰიმოვიჩი "მილანს" დაემშვიდობება.

ზლატანი უკმაყოფილოა გუნდიდან ზვონიმირ ბობანის გაშვებით და თვლის, რომ თავისი ხალხი "როსონერიში" აღარ დარჩა.

იტალიაში "მილანიდან" პაოლო მალდინის წასვლის შესახებაც იტყობინებიან. მართვის სათავეებს ხელში სრულად ივან გაზიდისი აიღებს.

ზლატანი, სავარაუდოდ, თავის მრავალწლიან კარიერას შვედურ "ჰამარბიში" გააგრძელებს, რომლის აქციების მფლობელიცაა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით