ოფიციალურად: მომდევნო სეზონში 2 ქართველი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს

15-05-2020, 20:37

ოფიციალური ინფორმაციით, ბელგიის იუპილერ ლიგის 2019-2020 წლების სეზონი დასრულებულად გამოცხადდა.

როგორც ლიგის ვებგვერდი იტყობინება, კორონავირუსის პანდემიის გამო პლეი-ოფის სისტემა გაუქმდა და ამ დროისთვის არსებული შედეგები ძალაში დარჩა.

შედეგად, ქვეყნის ჩემპიონად "ბრიუგე" დასახელდა, რომელიც გათამაშებას 15-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს და ბელგიის ჩემპიონის ტიტული ისტორიაში მე-16-ედ გახდა.

გიორგი ქვილითაიასა და გიორგი ჩაკვეტაძის "გენტი" კი, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა დამდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რატომ ვერ მივიდა ნიკოლოზ ბასილაშვილის მეუღლე მისივე პრესკონფერენციაზე ?

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით