ოფიციალურად: 16 მაისიდან ფეხბურთის წესებსი უმნიშვნელოვანესი ცვლილება ამოქმედდება

15-05-2020, 22:47

როგორც გერმანიის ბუნდესლიგის ფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება,  ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება განახლებულ შეხვედრებში გუნდებს სამის ნაცვლად 5 შეცვლის გაკეთების შესაძლებლობის შესახებ.

აღნიშნული წესი პირველი და მეორე ბუნდესლიგის შეხვედრებში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იმოქმედებს.

შეგახსენებთ, გერმანია პირველი ქვეყანაა, სადაც საფეხბურთო ჩემპიონატი 16 მაისიდან განახლდება. ბუნებრივია შეხვედრები მაყურებლის გარეშე და მთელი რიგი შეზღუდვებით ჩატარდება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ გამოეხმაურა შოთა არველაძე ბასილაშვილის სკანდალს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით