ჩივაძე: "ჰოლანდიელებს ნემსები ჰქონდათ და მსაჯებმა მათი გასახდელი არც კი შეამოწმეს"

15-05-2020, 21:12

ლეგენდარულმა ალექსანდრე ჩივაძემ საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერში "დინამო თბილისის" ისტორიული გამარჯვება, თასების მფლობელთა თასი მოგება გაიხსენა, რომელშიც "ფეიენოორდს" 3:0 სძლიეს.

"თბილისის მატჩის შემდეგ ნიდერლანდელების გასახდელებში ნემსებიც ნახეს. განმეორებითი შეხვედრის წინ კი რა მოხდა. საერთოდ, მატჩამდე გასახდელში შემოდიან მსაჯები და ფეხბურთელებს ფორმებს და ბუცებს უმოწმებენ".

"იქ მსაჯები არ შემოსულან და ეს უკვე ნიშანი იყო, რომ რაღაც წესრიგში ვერ იყო. ჰოლანდიელებს კი მეორე ტაიმის მე-15 წუთზე პირიდან დუჟი გადმოსდიოდათ. მეორე გოლი რომ გაიტანეს, უცებ გაჩერდნენ. ხომ მიხვდით, რისი თქმა მინდა?", -  იხსენებს "დინამოს" მაშინდელი კაპიტანი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კობიაშვილი: "ვაისი სამი თვის ხელფასს არ აიღებს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით