დანი სებალიოსს "არსენალის" დატოვება სურს

16-05-2020, 11:26

მადრიდის "რეალმა" დანი სებალიოსი ჯერ კიდევ 2017 წელს შეიძინა. ახალგაზრდა ნახევარმცველის სანაცვლოდ სამეფო კლუბმა "ბეტისს" მაშინ 16 მილიონი ევრო გადაუხადა. 2019 წელს კი დანიმ ესპანეთის დედაქალაქი დატოვა და იჯარით ლონდონის "არსენალს" მიაშურა. ნისლიან ალბიონზე გადაბარგების შემდეგ 23 წლის ფეხბურთელმა პრემიერ ლიგის 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და აქტივში 2 საგოლე გადაცემაც ჩაიწერა.

დანი სებალიოსს სურს, რომ "რეალში" დაბრუნდეს და იბრძოლოს ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოსაპოვებლად.

"ბედნიერი ვარ, რომ "რეალთან" კონტრაქტი მაკავშირებს. ახლა მე ნებისმიერი გამოწვევისთვის მზად ვარ, რაც გზად შემხვდება. მე 23 წლის ვარ, ჯერ არაფერი დამისრულებია." - განუცხადა ფეხბურთელმა "Deportes Cuatro"-ს.

ჯერ-ჯერობით უცნობია, რა ბედი ეწევა სებალიოსს "ლა კასა ბლანკაში" დაბრუნების შემდეგ. ყველაფერი ზინედინ ზიდანზე იქნება დამოკიდებული. ესპანელი ნახევარმცველის სატრანსფერო ღირებულება 32 მილიონი ევროა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კობიაშვილი: "ვაისი სამი თვის ხელფასს არ აიღებს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით