სქოულზი: "ვფიქრობ, ლუკა მოდრიჩის მსგავსად ვთამაშობდი"

16-05-2020, 16:30

პოლ სქოულზი დიდებული ნახევარმცველი იყო, რომელიც 1994-2013 წლებში "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას იცავდა. ინგლისელმა ფეხბურთელმა ამ დროის განმავლობაში 11 პრემიერ ლიგა და 2 ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოიპოვა.

სქოულზის აზრით, მადრიდის "რეალის" ნახევარმცველები ტონი კროოსი და ლუკა მოდრიჩი სათამაშო სტილით ახლოს არიან. ალბათ ამით აიხსნება ისიც, რომ სერ ალექს ფერგიუსონს ხორვატიელის, ხოლო დევიდ მოისესს გერმანელის გადაბირება სურდა "წითელი ეშმაკების" თავკაცობის პერიოდში.

"ვფიქრობ, დაახლოებით ლუკა მოდრიჩის მსგავსად ვთამაშობდი. ის ჩემგან განსხვავებულია, რადგან ჩემზე სწრაფია, თუმცა თამაშის კონტროლის მხრივ მსგავსებებს ვხედავ. იგივე შეიძლება ითქვას ტონი კროოსზე. ის ძალიან კარგი მეპასეა და თამაშსაც აკონტროლებს. ვფიქრობ, ამ ორიდან კროოსს ავირჩევდი." - განაცხადა პოლ სქოულზმა "BBC"-სთან ინტერვიუში.

საინტერესოა, რომ მადრიდის "რეალს" მოდრიჩის, კროოსისა და კაზემიროს ტრიო ჯამში მხოლოდ 61 მილიონი დაუჯდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქალხო დამცვლემა ნელი დოროყაშვილს "მსხვერპლი" უწუოდა (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით