"ლევერკუზენმა" ჰავერცის თაობაზე მორიგი შეთავაზება მიიღო

16-05-2020, 18:05

Sport1-ის ინფორმაციით, "ბარსელონამ" ლევერკუზენის "ბაიერთან" კაი ჰავერცის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო.

წყაროს თანახმად, კატალონიურმა კლუბმა გერმანელებს შეთავაზებაც გაუკეთა. "ბლაუგრანა" 20 წლის შემტევი ნახევარმცველის სანაცვლოდ, მზადაა, ემერსონი და მარკ კუკურელია დათმოს, რათა გამოსასყიდი თანხა - 100 მილიონი ევრო - შეამციროს.

ჰავერცის შეძენით "ლივერპული" და "ბაიერნიც" ინტერესდებიან. ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფავორიტი ეს უკანასკნელია.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით