კილიან მბაპეს მომავალი გარკვეულია

16-05-2020, 19:21

მადრიდის "რეალი" რომ კილიან მბაპეს ტრანსფერით არის დაინტერესებული, ეს ამბავი არახალია.

ფრანგული გამოცემა L'equipe-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა ფორვარდის მადრიდში გადაბარგება მომავალ ზაფხულში, ფაქტობრივად, გამორიცხულია და ამას განსაკუთრებული მიზეზიც აქვს.

კერძოდ, კორონავირუსის პანდემიის გამო სიტუაცია ორივე ქვეყანაში საკმაოდ რთულადაა და ფეხბურთელის სურვილია, რომ მის დასტაბილურებამდე კვლავ "პსჟს" რიგებში დარჩეს.

ამას ემატება ის ფინანსური კრიზისი, რომელიც კლუბებს ემუქრებათ, რის გამოც, სავარაუდოდ, "რეალს" მბაპეს შესაძენი საკმარისი სახსრები არ ექნება. ეს ყველაფერი კი საბოლოო ჯამში ფეხბურთელის "სამეფო კლუბში" გადმოსვლის შანსებს საკმაოდ ამცირებს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით