ფავრი: "მიუხედავად ასეთი თამაშისა, სტადიონზე არაფერი ხდებოდა"

16-05-2020, 22:47

როგორც იცით, განახლებული ბუნდესლიგის პირველ მატჩში "დორტმუნდმა" "შალკეს" უმასპინძლა და  4:0 დაამარცხა.

შეხვედრის შემდეგ  მედიის წარმომადგენლებთან "დორტმუნდის" მთავარმა მწვრთნელმა ლუსიენ ფავრიმ კომენტარი გააკეთა.

"შალკესთან" ამ ანგარიშით მოგება სასიამოვნოა. ჩვენ კოლექტიურად ვითამაშეთ და დაცვაშიც კარგად გამოვიყურებოდით".

"ძალიან უცნაური მატჩი იყო. როდესაც გოლი გაგვქონდა ან რომელიმე ფეხბურთელი შესანიშნავ პასს გააკეთებდა, არაფერი არ ხდებოდა. ჩვენი გულშემატკივრები გვაკლდნენ", - განაცხადა ფავრიმ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით