კულიბალი "იუნაიტედში" ?!

17-05-2020, 02:57

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, იტალიური "ნაპოლის" სენეგალელ ვარსკვლავს, კალიდუ კულიბალის, კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცენტრალური მცველის გადაბირების სურვილი ამჟამად ნორვეგიელი მთავარი მწვრთნელის, ოლე გუნარ სოლსკიაერის ხელმძღვანელობის "მანჩესტერ იუნაიტედს" გაუჩნდა.

ცნობების მიხედვით, ინგლისელები მზად არიან კულიბალის სანაცვლოდ, 85 მილიონი გირვანქა გაიმეტონ.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით ამასთან ერთად, "ნიუკასლია" დაინტერესებული, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ, 300 მილიონ გირვანქად, საუდის არაბეთის პრინცმა შეიძინა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ყველა მატჩი მაყურებლის გარეშე - უეფაში ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით