ძანეტი: "ამ თემაზე საუბარი არ მქონია"

17-05-2020, 14:14

ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე რატომღაც გააქტიურდა საუბარი იმის შესახებ, რომ "ბარსელონას" არგენტინელ მეგავარსკვლავს, ლიონელ მესის კარიერა შესაძლოა მილანის "ინტერში" გაეგრძელებინა.

ბევრს სჯეროდა, რომ ლეოს "ჯუზეპე მეაცაზე" გადმობარგებაში მთავარ როლს მისი თანამემამულე და "ნერაძურის" ვიცე-პრეზიდენტი, ხავიერ ძანეტი ითამაშებდა.

ამ საკითხზე ხავიერმა Sportweek-თან ინტერვიუში ისაუბრა.

"მესი "ინტერში"? ლეოს ძალიან დიდ პატივს ვცემ.

სიმართლე ისაა, რომ მასთან ეს საკითხი არასდროს განმიხილავს და არც ტრანსფერის უმცირესი შანსი ყოფილა.

ვფიქრობ, რომ მესი "ბარსელონაში" თავს დიდებულად გრძნობს." - განაცხადა ძანეტიმ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რატომ ვერ მივიდა ნიკოლოზ ბასილაშვილის მეუღლე მისივე პრესკონფერენციაზე ?

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით