ესპანეთში რისკები სერიოზულად იზრდება

17-05-2020, 16:40

ესპანეთში ფეხბურთის დაბრუნებისკენ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია. ფეხბურთელები მალე ჯგუფურ ვარჯიშს შეუდგებიან და ივნისის ბოლოს ლა ლიგაც აპირებს განახლებას.

ცხადია, შეხვედრები ჩვეულ რიტმში ვეღარ გაგრძელება. გუნდებს უფრო ხშირ-ხშირად მოუწევთ თამაში, რაც მეტად სარისკოა. დიდხნიანი კატანტინის შემდეგ ფეხბურთელები იდეალურ ფიზიკურ კონდინციებში ვერ იქნებიან, უფრო მეტი დატვირთვა კი ტრავმის რისკს ზრდის.

Diario AS ყველა შესაძლო საფრთხეს თვალსაჩინოდ წარმოგვიდგენს, რაც შეიძლება ფეხბურთელებს დაემუქროთ.

1. მეცნიერული მტკიცება არსებობს იმის შესახებ, რომ ვარჯიშების ინტენსიურად ჩატარება სასუნთქი გზების ინფიცირების რისკს ზრდის. ეს იმიტომ ხდება, რომ მომეტებული ფიზიკური დატვირთვა იმუნურ სისტემას აქვეითებს.

2. მაღალმა ფსიქოლოგიურმა სტრესმა, შესაძლოა, ტესტოსტერონისა და იმუნოგლობულინის დონე შეამციროს. ეს კუნთების დაღლილობას გამოიწვევს, რაც , თავის მხრივ, ტრავმების რისკს გაზრდის. რესპირატორული ინფექციების გავრცელების საშიშროებაც უფრო დიდი იქნება (გაიზრდება კორონავირუსით დაინფიცირების საფრთხე).

3. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელების სახლიში ვარჯიშს არ წყვეტდნენ, რესპირატორული ინფიცირების რისკის შესამცირებლად მათ სპორტდარბაზში მაინც ინტენსიურად უნდა ივარჯიშონ და ფიზიკუს გამძლეობას დიდი ყურადღება მიაქციონ.

როგორც ვხედავთ, კორონავირუსის პანდემიის სრულად გადავლის შემთხვევაშიც, სეზონის განახლება მაინც საფრთხის შემცველი იქნება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით