ტონალი "ინტერს" ძალიან მიუახლოვდა

17-05-2020, 17:45

Sky Italia-ს ინფორმაციით, მილანის "ინტერესი" სანდრო ტონალის მიმართ ინტერესს აძლიერებს და შეთავაზებასაც ზრდის.

წყაროს თანახმად, "ნერაძური" მზადაა, "ბრეშას" 20 წლის ტალანტის სანაცვლოდ 30 მილიონზე მეტი გადაუხადოს. კლუბი მას 50 მილიონად აფასებს.

ტონალი "იუვენტუსის" ერთ-ერთი მთავარი სამიზნეცაა. Sky Italia დასძენს, რომ "ბიანკონერი" დანებებას არ აპირებს და მის შესაძენად ყველაფერს გააკეთებს.

ასე რომ, ზაფხულში საინტერესო სატრანსფერო ბრძოლა გველის.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით