"უეინ რუნი ვიღაც ბებერ ქალთან ჟი***ობდა, კანტონამ კი ის ლამის მოკლა"

17-05-2020, 22:39

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა პოლ გასკოინმა სერ ალექს ფერგიუსონის უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ  "იუნაიტედში" გადასვლის შემთხვევაში "გაზას" კარიერა უკეთესად წარიმართებოდა.

"ყველაფერი უკეთესად იქნებოდა "იუნაიტედთან" კონტრაქტი რომ გამეფორმებინა? აი, რიო ფერდინანი დოპინგ ტესტს დაემალა. ერიკ კანტონა ორივე ფეხით შეახტა გულშემატკივარს და კისერი მოტეხა, უეინ რუნი ვიღაც ბებერ ქალთან ჟი***ობდა, რაიან გიგსი კი ძმის ცოლთან. ვერაფერს იტყვი, მშვენიერი პერსპექტივა იყო", - განაცხადა გასკოინმა.

1988 წელს პოს გასკოინს "ტოტენჰემსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის მოუწია არჩევანის გაკეთება. საბოლოოდ, "დეზებმა" უკეთესი პირობები შესთავაზეს, დედამისს სახლი უყიდეს, მამამისს მანქანა და "გაზაც" ლონდონში წავიდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ყველა მატჩი მაყურებლის გარეშე - უეფაში ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით