"ბარსელონამ" და "იუვენტუსმა" სამი ფეხბურთელი გაცვალეს

17-05-2020, 23:01

ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონა" და "იუვენტუსი" საბოლოოდ შეთანხმდნენ.

ტურინული კლუბი დათმობს მცველ მატია დე შილიოს, ნახევარმცველ მირალემ პიანჩისა და დაუმატებს მათ 25 მილიონ ევროს ნელსონ სემედუს სანაცვლოდ.

ფულის დამატება 26 წლის პორტუგალიელის მაღალი ფასითაა გამოწვეული. სემედუმ ამ სეზონში ლა ლიგაში 21 მატჩი ჩაატარა.

ნელსონ სემედუ და "იუვენტუსი" დღეისთვის კონტრაქტის შეთანხმების პროცესში არიან. ხელშეკრულებას უახლოეს საათებში უნდა მოეწეროს ხელი. "ბარსელონას" კონტრაქტები 30 წლის პიანიჩთან და 27 წლის დე შილიოსთან უკვე მზად არის.

ხელშეკრულების თანახმად, ფეხბურთელები, რომლებიც გაცვლაში მონაწილეობენ, ამ სეზონს თავიანთ ამჟამინდელ კლუბებში დაასრულებენ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დუმილი დაირღვა, შენგელიას პირველი განცხადება სკანდალურ გადაწყვეტილებაზე

დაგვიმეგობრდით