დორტმუნდის დირექტორი: "კლოპი გერმანიის კანცლერი გახდება"

17-05-2020, 23:27

"დორტმუნდის" მმართველმა დირექტორმა კარსტენ კრამერმა მედიის წარმომადგენლებთან იურგენ კლოპის შესახებ ისაუბრა.

"კლოპს ფანტასტიკურად შეუძლია ადამიანებთან ლაპარაკი, მახსოვს მისი სიტყვები გასახდელში 2013 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში "დორტმუნდის" წაგების შემდეგ. მან იმედი შთააგონა ადამიანებს იმ მომენტში, როცა ისინი სრულიად განადგურებულები იყვნენ".

"მისი საუკეთესო თვისებაა -იყოს ის, ვინც არის, იყოს იურგენ კლოპი. ვფიქრობ, მას შეუძლია თავი გამოიჩინოს პოლიტიკაში, შესაძლოა გერმანიის კანცლერიც კი გახდეს", - განაცხადა კრამერმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით