წლის კურიოზი: რა გააკეთა ქომაგმა მიუნხენის "ბაიერნის" თამაშის სანახავად

17-05-2020, 23:18

კორონავირუსის პანდემიამ როგორც მთელი მსოფლიო, ისე საფეხბურთო სამყაროც მრავალი უცნაური ფაქტის წინაშე დააყენა.

როგორც ახლანდელი მდგომარეობა მოითხოვს, ბერლინის "უნიონისა" და მიუნხენის "ბაიერნის" მატჩი ცარიელი ტრიბუნების ფონზე მიმდინარეობდა, მაგრამ ფანები ყველა სიტუაციაში იპოვნიან გამოსავალს. მაგალითად, ერთმა მათგანმა მაინც შეძლო თამაშზე დასწრება. ის იქვე, სტადიონთან მდებარე ტყის 12-მეტრიან ხეზე აძვრა და მატჩს უყურებდა.

ის ერთადერთი გულშემატკივარი იყო, რომელიც სეზონის განახლების შემდეგ ბუნდესლიგის მატჩს დაესწრო.

სტადიონთან მობილიზებულმა პოლიციელებმა ის მალევე შეამჩნიეს და აიძულეს, ხიდან ჩამოსულიყო. აღსანიშნავია, რომ მას ჯარიმა, ან რაიმე სასჯელი არ ემუქრება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შენგელია ევროლიგის ორ სიმბოლურ გუნდში მოხვდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით