ჩეფერინი ჩემპიონთა ლიგის განახლებაზე ალაპარაკდა

18-05-2020, 15:07

კორონავირუსის პანდემიის გამო, ევროპული ფეხბურთის განრიგი საგრძნობლად შეიცვალა.

UEFA-ს პრეზიდენტმა, ალექსანდერ ჩეფერინმა, ევროტურნირების დასრულების სავარაუდო თარიღად აგვისტო დაასახელა.

„ჩვენ სეზონის დასრულების კონკრეტული გეგმა გვაქვს. მიმაჩნია, რომ შიდა ჩემპიონატების უმეტესობა ბოლომდე ჩამთავრდება. ვინც ამას არ გააკეთებს, ეს პირადად მისი გადაწყვეტილება იქნება, თუმცა თუ მათ ევროტურნირებზე თამაში სურთ, საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობა ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევთ.

უნდა მოვითმინოთ სანამ აღმასკომი ვადებს დაამტკიცებს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ თუ არაფერი შეიცვლება, ევროპული სეზონი ზაფხულში, კერძოდ კი აგვისტოში დასრულდება. დარწმუნებული ვარ, რომ ევროტურნირების დასრულებას მოვახერხებთ.

ეროვნული ჩემპიონატები სხვა საკითხია, ისინი გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად მიიღებენ. თუმცა, ვფიქრობ, რომ მათი 80%-იც დასრულდება.“-განაცხადა მან.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქალხო დამცვლემა ნელი დოროყაშვილს "მსხვერპლი" უწუოდა (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით