ჰოლანდის მსურველთა რიგებში მატებაა

18-05-2020, 15:31

"Corriere dello Sport"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანის" ხელმძღვანელობა იანვარში აქტიურად განიხილავდა ერლინგ ჰოლანდის კონტრაქტის გამოსყიდვის საკითხს.

ახალგაზრდა ნორვეგიელი თავდამსხმელი "ზალსბურგში" შესაშური შედეგიანობით გამოირჩეოდა და მისი შეძენა ბევრ კლუბს სურდა, თუმცა მინო რაიოლამ ყველა შეთავაზება უარყო და "დორტმუნდის" ვარიანტი ყველაზე მისაღებად ჩათვალა.

საბოლოოდ, ჰოლანდი გერმანიაში გადაბარგდა და თამაშის ხარისხი კიდევ უფრო გააუმჯობესა. ამჟამად ერლინგი კლუბის შეცვლაზე არ ფიქრობს და მისი სხვა გუნდში ტრანსფერის ალბათობა ნულს უტოლდება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით