კროოსი: "როჯერ ფედერირი ყველა დროის საუკეთესოა"

18-05-2020, 17:12

მადრიდის „რეალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ტონი კროოსმა მედიასთან საუბარში საკუთარი აზრით ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენი დაასახელა.

„იმ პერიოდიდან, როცა მე სპორტს აქტიურად ვადევნებ თვალს, ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენად როჯერ ფედერერი მიმაჩნია. ვფიქრობ, ნებისმიერს ძალიან გაუჭირდება, რომ მასზე წინ დადგეს. ჩემი აზრით, შვეიცარიელმა წარმატებისა და სილამაზის მიქსი მოახდინა.

მას რამდენჯერმე შევხვედრილვარ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ როჯერი ერთ-ერთი საუკეთეოს პიროვნებაა, ვინც ოდესმე მინახავს. მიხარია, რომ ის ფეხბურთითაა დაინტერესებული, მიუხედავად იმისა, რომ „ბაზელის“ ერთგული გულშემატკივარია."-განაცხადა ტონიმ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქართველმა ფეხბურთელებმა საქართველო აალაპარაკეს, რა გააკეთეს მათ შაქარაშვილისთვის (ფოტო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით