ქეცბაია საშინელ დეპრესიაშია, ქართველი თავს ცუდად გრძნობს

18-05-2020, 18:33

ფამაგუსტის "ანორთოსისის" სპორტულმა დირექტორმა იანის კონსტანტინუმ მთავარი მწვრთნელის თემურ ქეცბაიას მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

მისი განცხადებით, კვიპროსის ჩემპიონატად "ომონიას" გამოცხადების შემდეგ ქართველი თავს ცუდად გრძნობს და დეპრესიაშია. 

არადა, "ანორთოსისსა" და "ომონიას" თანაბარი ქულები ჰქონდათ და ეს უკანასკნელი ჩემპიონად ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები უკეთესი შედეგის გამო გამოაცხადეს.

"თემური თავს ძალიან ცუდად გრძნობს, ის დეპრესიაშია. ქართველი თავის გუნდში დარწმუნები იყო და ჯეროდა, რომ ჩემპიონის ტიტულიც ჩვენ დაგვრჩებოდა". - განაცხადა კონსტანტინუმ.

"ანორთოსისი" ფედერაციის გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში აპირებს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კობიაშვილი: "ვაისი სამი თვის ხელფასს არ აიღებს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით