დათო ტურაშვილი: "სხვაგან რუსეთს ჩვენ ვერსად მოვუგებდით. მახსოვს, 3 ღამე ვტიროდი"

18-05-2020, 19:19

ცნობილმა ქართველმა მწერალმა დათო ტურაშვილმა "სილქ უნივერსალის" გადაცემა "ბურთსა და მოედანში" თბილისის "დინამოს" 1981 წლის 13 მაისის უდიდესი გამარჯვება გაიხსენა და ზოგადად, საქართველოსთვის ამ გუნდის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

"დინამო" არ იყო მხოლოდ გუნდი, ეს იყო საქართველოს ნაკრები და უფრო მეტი. მოსკოვში "სპარტაკს" როცა ვეთამაშებოდით, ღამე საერთოდ არ მეძინა".

"ერთხელ, მახსოვს, გოლი გაგვიტანეს და სამი დღე და ღამე ვტიროდი ამ გოლის გამო. დაპყრობილ ქვეყანაში არ არსებობდა სხვა ასპარეზი, სადაც შეგვეძლო ჩვენი იდენტობის გამოხატვა. იდენტობის ადგილი იყო საფეხბურთო მოედანი".

"სხვაგან ჩვენ რუსეთს ვერსად ვერ დავამარცხებდით, გარდა საფეხბურთო მოედნისა". - განაცხადა ტურაშვილმა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რატომ ვერ მივიდა ნიკოლოზ ბასილაშვილის მეუღლე მისივე პრესკონფერენციაზე ?

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით