გვარდიოლას ახალი პერესპექტივა შესთავაზეს

18-05-2020, 20:17

"ბარსელონას" ყოფილი მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას ექსასისტენტმა, დომენიკ ტორენტმა ესპანელ სპეციალისტს ბრაზილის ნაკრების ჩაბარება ურჩია.

"პეპი ბრაზილიის ნაკრებს დიდებულად გაწვრთნიდა და დარწმუნებული ვარ, რომ გუნდს განავითარებდა კიდეც.

თუ იგი რამეში საუკეთესოა, ეს უპირველეს ყოვლისა გუნდების უფრო მაღალ დონეზე აყვანაა. გვარდიოლა ფეხბურთთან დაკავშირებული ნებისმიერი თემითაა დაინტერესებული, რადგან იცის, რომ კარგი მოთამაშეების გარეშე შედეგების მიღწევა შეუძლებელია.

ხოსეპს ბრაზილიელებთან განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. მათთან ერთად ის "ბარსელონაშიც" მუშაობდა, "ბაიერნშიც" და "სიტიშიც".

ამ ქვეყნის შვილებს ფეხბურთის ნებისმიერ სტილთან შეუძლიათ ადაპტირება, რაც გვარდიოლას ძალიან მოსწონს." - განაცხადა ტორენტმა.

შეგახსენებთ, რომ პეპი ამჟამად "მანჩესტერ სიტის" უდგას სათავეში, თუმცა ბევრი მას კვლავ "კამპ ნოუზე" დაბრუნებას უწინასწარმეტყველებენ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით