წიტაიშვილი: "უკრაინამ მეტი მომცა ვიდრე საქართველომ და მეც მისთვის მეტს გავაკეთებ"

18-05-2020, 23:25

კიევის "დინამოს" ჩვენებურმა ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინის ნაკრებში გამოძახებას ელის.

"გამომდინარე იქიდან, რომ აქ ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი გავატარე უკვე ქართულად ვეღარ ვფიქრობ, თუ მშობლიურ ენაზე მისვამენ კითხვას, ფიქრს უკრაინულად და რუსულად ვიწყებ, შემდეგ კი ქართულად ვპასუხობ".

"დინამომ" აღმზარდა, უკრაინის ასაკობრივი კატეგორიის ყველა გუნდში ვითამაშე 21-წლამდელების ჩათვლით. თავს ქართველად ვთვლი, თუმცა უკრაინამ მეტი მომცა და მეც მეტი მივეცი უკრაინას. ჯერჯერობით ასეა".

"ყველამ იცის, რომ უკრაინის საფეხბურთო ნაკრებში გამოძახებას ველოდები. ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. რაც მალე შევძლებ "დინამოს" რიგებში სტაბილურად თამაშს, უფრო მალე მოვხვდები ნაკრებში", - განაცხადა წიტაიშვილმა.

შეგახსენებთ, წიტაიშვილმა უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად 2019 წელს მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი მოიგო.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბათუმის სტადიონზე სამშენებლო სამუშაოები დასრულდა (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით