დიბალას მომავალი საბოლოოდ გადაწყდა

18-05-2020, 23:43

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, პაულო დიბალამ "იუვენტუსთან" ახალი ხელშეკრულება შეათანხმა და ტურინში 2025 წლამდე დარჩება.

წყაროს ცნობით, კონტრაქტი უკვე მზად არის, შეთანხმებაც მიღწეულია. დიბალა ხელშეკრულებას ოფიციალურად გააფორმებს, როცა კარანტინთან დაკავშირებული პრობლემების შემდეგ ტურინში ჩასვლას შეძლებს.

ახალი კონტრაქტის დეტალებიდან მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ დიბალას ხელფასი (7.5 მილიონი ევრო სეზონში) კიდევ უფრო გაიზრდება. ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იქნება ბონუსებიც, რომელებიც ფეხბურთელის შედეგიანობაზე იქნება დამოკიდებული.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რატომ ვერ მივიდა ნიკოლოზ ბასილაშვილის მეუღლე მისივე პრესკონფერენციაზე ?

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით