ესპანური გრანდი პაოლო მალდინის თანამდებობას უმზადებს

18-05-2020, 22:37

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "მილანის" სტრატეგიული განვითარების დირექტორმა პაოლო მალდინიმ, შესაძლოა, პოსტი დატოვოს და ესპანეთში გადასახლდეს.

როგორც უკვე დიდი ხანია ამბობენ, ლეგენდარულ მცველს უთანხმოება აქვს იტალიური კლუბის ხელმძღვანელობასთან. ადრე, იგივე მიზეზით, "მილანის"
ადმინისტრაცია დატოვა გუნდის კიდევ ერთმა ყოფილმა ფეხბურთელმა ზვონიმირ ბობანმა, რომელიც საფეხბურთო განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა აკვირდება მალდინის გარშემო შექმნილ სიტუაციას და, შესაძლოა, პაულოს სპორტული დირექტორის პოსტი შესთავაზოს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით