კავანი "ტოტენჰემში" ?!

19-05-2020, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ურუგვაელ ვარსკვლავს, ედინსონ კავანის, ახალი მსურველი გამოუჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდამსხმელის გადაბირების სურვილი, ლონდონის "ტოტენჰემის" პორტუგალიელ ხელმძღვანელს, ჟოზე მოურინიოს გაუჩნდა.

ცნობების მიხედვით, კავანის ინგლისში გადაბარგებაზე თანხმობა ჯერ არ განუცხადებია.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის შეძენა ამასთან ერთად, ინგლისურ "ნიუკასლს" სურს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ, 300 მილიონ გირვანქად, საუდის არაბეთის პრინცმა შეისყიდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ გამოეხმაურა შოთა არველაძე ბასილაშვილის სკანდალს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით