სოიონჯუს ევროპული გრანდი ეპატიჟება

19-05-2020, 14:05

ინგლისური "ლესტერის" ცენტრალური მცველის, ჩაგლარ სოიონჯუს აგენტმა, მუსტაფა დოგრუმ განაცხადა, რომ მისი კლიენტისთვის შეიძლება "ბარსელონამ" იბრძოლოს.

თურქი ფეხბურთელის ინტერესების დამცველმა AS-თან ინტერვიუში ბრძანა, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერები" ჩაგლარით ჯერ კიდევ 2016 წელს ინტერესდებოდნენ.

"შესაძლებელია, რომ "ბარსამ" სოიონჯუ ამ ზაფხულს შეიძინოს, რადგან მათ მისი დამატება მაშინაც უნდოდათ, როცა ჩაგლარი "ალტინორდუდან" "ფრაიბურგში" გადადიოდა. კატალონიელებთან მოლაპარაკებებსაც ვაწარმოებდით.

გვინდოდა, რომ სოიონჯუს ძირითად გუნდში თამაში გარანტირებული ჰქონოდა, ამიტომ "ფრაიბურგი" ავირჩიეთ." - განაცხადა დოგრუმ.

მუსტაფამ ისიც დაამატა, რომ თურქის შეძენის შანსი "ლივერპულსა" და "პარის სენტ-ჟერმენსაც" აქვს.

23 წლის უკანახაზელმა "მელიების" მაისურით 2019/20 წლების სეზონში 35 მატჩი ჩაატარა და გუნდს 2 გოლით შეეწია.

ლესტერშირელები მას 50 მილიონ ევროდ აფასებენ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კობიაშვილი: "ვაისი სამი თვის ხელფასს არ აიღებს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით