ტოტი: "მათ ყველაფერი შემომთავაზეს მე-10 ნომრისა და კაპიტნობის გარდა"

19-05-2020, 20:23

იტალიური "რომას" ლეგენდამ, ფრანჩესკო ტოტიმ გაიხსენა კარიერის ის მომენტი, როცა ის მადრიდის "რეალში" გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო.

"რეალში" გადასვლისკენ ვიხრებოდი. მათ მე ყველაფერი შემომთავაზეს მე-10 ნომრისა (რომელიც ფიგუს ეკუთვნოდა) და კაპიტნის სამკლავურის გარდა, რადგან რაული კლუბის სიმბოლო იყო".

"ნებისმიერ მოთამაშეს, რომელიც იქ მიდიოდა, რაულზე დაბალი ხელფასი უნდა მიეღო. მაგრამ მათ შემომთავაზეს ის ფული, რომელიც მე მინდოდა. ბევრს ვფიქრობდი და ჩემი ცოლიც მიბიძგებდა გადასვლისკენ. მაგრამ მე არჩევანი გულით გავაკეთე. ვფიქრობდი ოჯახზე, მეგობრებზე, "რომას" ფანებზე. ბევრი სხვა გადავიდოდა "რეალში", "ბარსელონაში", "ბაიერნში", მაგრამ მე მინდოდა სხვანაირი ვყოფილიყავი", - განაცხადა ტოტიმ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ გამოეხმაურა შოთა არველაძე ბასილაშვილის სკანდალს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით