"ლივერპული" დაჯილდოვებს ცერემონიალის გარეშე არ დარჩება"

19-05-2020, 20:42

ინგლისის პრემიერლიგამ დაადასტურა, რომ "ლივერპულისთვის" საჩემპიონო დაჯილდოების ცერემონიას ჩაატარებს, თუ, რა თქმა უნდა, გუნდი ტურნირის გამარჯვებული გახდება და პროცედურა უსაფრთხო იქნება.

"ჩვენ გვაქვს დაჯილდოების ცერემონიის მოწყობის სურვილი, გვინდა მოთამაშეებსა და მთელს პერსონალს ვაჩუქოთ მომენტი, რის გამოც ისინი ასე მონდომებით მუშაობდნენ. შევეცდებით ამის ორგანიზებას, თუ არ წარმოიშვება უსაფრთხოების საფრთხე", - ამბობს პრემიერლიგის აღმასრულებელი დირექტორი რიჩარდ მასტერსი.

მოგეხსენებათ, "ლივერპულს" ჩემპიონობის გასანაღდებლად მხოლოდ ორი გამარჯვებაღა დარჩა. "წითლებს" ინგლისის ჩემპიონატი 1990 წლის შემდეგ არ მოუგიათ და ამ მოვლენას მოუთმენლად ელიან.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით