ჩემპიონთა ლიგა ფორმატს ცვლის

19-05-2020, 18:15

როგორც მოგეხსენებათ, კორონავირუსის პანდემიამ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება მაშინ შეაჩერა, როცა ოთხი მეოთხედფინალისტის ვინაობა ჯერ კიდევ არ გახლდათ ცნობილი.

"მანჩესტერ სიტი" - "რეალის", "იუვენტუსი" - "ლიონის", "ბარსელონა" - "ნაპოლისა" და "ბაიერნი" - "ჩელსის" წყვილებში გამარჯვებული ჯერ კიდევ გასარკვევია.

დღეს ბრიტანულ პრესაში გავრცელდა ცნობა, რომლის თანახმადაც ფორსმაჟორული სიტუაციის გამო ევროპის უპრესტიჟულესი ტურნირი ფორმატს შეიცვლის.

წყაროს თანახმად, გათამაშება 8 აგვისტოდან განახლდება და მერვედფინალის საპასუხო მატჩები ჩვეულებრივად ჩატარდება.

ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ მეოთხედფინალები უკვე ერთმატჩიანი იქნება.

რაც შეეხება ნახევარფინალსა და ფინალს, უეფა ამის ოთხთა ტურნირის სისტემით გამართვას აპირებს. მოსალოდნელია, რომ ორივე ნახევარფინალსა და ფინალს სტამბული უმასპინძლებს.

17 ივნისს უეფაში კიდევ ერთი ვიდეოკონფერენციაა, რის შემდეგადაც ბევრი რამ გაირკვევა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ გამოეხმაურა შოთა არველაძე ბასილაშვილის სკანდალს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით