ჩაკვეტაძე "რომაში", ქართველის სასარგებლოდ სერიოზული ფაქტორი ამუშავდა

19-05-2020, 22:11

სპორტულმა გაზეთმა Tuttosport-მა დაწერა, რომ 31 წლის ჰენრიხ მხითარიანის დარჩენა რომაში უკიდურესად რთული იქნება. 

შეგახსენებთ, რომ სომეხი ფეხბურთელი იტალიის დედაქალაქში არსენალიდან იჯარის წესით თამაშობს და გავრცელებული ცნობით, არ სურს იტალიაში დარჩენა.

რომაულმა კლუბმა თადარიგი დაიჭირა და მხითარიანის ალტერნატივის ძებნას შეუდგა.

წყაროს ცნობით, "რომას" ყველაზე ძვირად ღირებული ვარიანტი მოსკოვის "ლოკომოტივის" ნახევარმცველი მირანჩუკია ტეტე "შახტარიდან" და გიორგი ჩაკვეტაძე "გენტიდან".

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ჩაკვეტაძეს ბოლო დროს ხშირად "რომასთან", "ბორდოსთან", "ვესტ ჰემთან" და "ტრაბზონსპორთან" აკავშირებენ.

Transfermarket-ი მას 6.7 მილიონ ევროდ აფასებს, ხოლო "ლაციოს" ბელგიურმა კლუბმა ქართველი ლეგიონერის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო მოსთხოვა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაესწრება თუ არა ბელარუსთან მატჩს მაყურებელი - ბოლო ინფორმაცია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით